მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის ხსენებაზე პრემიერიდან გაიქცა

მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის ხსენებაზე პრემიერიდან გაიქცა

ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის, რუსი პიანისტისა და მომღერლის ოქსანა გრიგორიევას ხსენებაზე ფილმის პრემიერიდან გაიქცა.

გიბსონი ფოტოგრაფების წინაშე პოზირებდა, ავტოგრაფებსაც გულუხვად არიგებდა, მაგრამ ჟურნალისტების შეკითხვამ მისი მხიარული განწყობილება გააფუჭა.

ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტის შეკითხვამ - "ელის თუ არა ნაძვის ხის ქვეშ საშობაო საჩუქრებს შორის ოქსანას ახალ ალბომს", გიბსონი დააბნია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მსახიობი რამდენიმე წუთით ჩუმად იყო, შემდეგ კი გაიცინა, წყალი დალია და ჟურნალისტები უცერემონიოდ დატოვა.

შეგახსენებთ, გიბსონი გრიგორიევას 2010 წლის გაზაფხულზე დაშორდა. 2009 წლის ნოემბერში რუსმა პიანისტმა მას ქალიშვილი, ლუსი გაუჩინა - იგი ჰოლივუდის ვარსკვლავის მერვე შვილია.

მოგვიანებით ამერიკულმა მედიამ გაავრცელა გრიგორიევას განცხადება, რომელშიც პიანისტი ირწმუნებოდა, რომ გიბსონი მას ფიზიკურად უსწორდებოდა, რის შემდეგ გამოძიება და ხანგრძლივი სასამართლო განხილვები დაიწყო.

2011 წელს მელ გიბსონი ყოფილი საყვარლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მას ოქსანა გრიგორიევასთვის კომპენსაციის სახით 750 000 დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, გიბსონი პოლიციაში აღრიცხვაზე აიყვანეს და ფსიქოთერაპიის ერთწლიანი კურსის გავლა აიძულეს.