ფხვიერი ნამცხვარი უგემრიელესი ხაჭოს კრემის შიგთავსით

ფხვიერი ნამცხვარი უგემრიელესი ხაჭოს კრემის შიგთავსით

შეგიძლიათ, ფხვიერი ცომი მოამზადოთ, ეს კრემი ორ ფენას შორის მოათავსოთ და ისე გამოაცხოთ, უგემრიელესი იქნება!

ინგრედიენტები

ხაჭო - 500 გ

შაქარი - 100 გ

კვერცხის ცილა - 2 ც

არაჟანი - 50 გ

სახამებელი - 10 გ

შავი შოკოლადი - 100 გ

ფხვიერი ცომი

ფქვილი - 200 გ

შაქარი - 50 გ

მწიკვი ვანილი და მარილი

კვერცხის გული - 2 ც

კარაქი - 110 გ

მომზადების წესები

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი, კვერცხის გული და ცივი კარაქი. მოზილეთ ცომი. ცომი გაყავით ორ ნაწილად, შეახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.

კრემის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი (შოკოლადის გარდა) კარგად დააბლენდერეთ. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ და სილიკონის ან ხის კოვზით შეურიეთ ხაჭოს კრემს.

ფორმაში (20 სმ დიამეტრი) ცომის ერთი ნაწილიჩახეხეთ, ხელიდან მსუბუქად დატკპნეთ, ზედაპირი გადაასწორეთ და კრემი გადაიტანეთ. ცომის მეორე ნაწილი თავზე დაახეხეთ და 170 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში აცხვეთ.