იაპონიის სუმოს ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივლისის ბაშო ჩატარდება. ტურნირი მაყურებლებით დაბრუნდება თუმცა, კორონავირუსის პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე ისეთ დარბაზში, რომელიც 10 000 ადამიანს იტევს, მხოლოდ 2 500 მაყურებელს დაუშვებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ბაშო მარტის თვეში ჩატარდა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა 6 მოგების წილ 9 მარცხი დააგროვა და ელიტარულ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. მომდევნო ტურნირი კი 19 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ნაგოიას ნაცვლად ტოკიოში ჩატარდებბა და ლევან გორგაძე მე-11 მაეგაშირას წოდებით იასპარეზებს.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, ივლისის ბაშოზე გაგამარუ რანგით მე-4 დივიზიონში გამოვა.