ხუთი წლის წინ გარდაცვლილმა ცნობილმა ამერიკელმა მწვრთნელმა, დინ სმიტმა 180 კალათბურთელისთვის, რომელთაც ავარჯიშებდა, 36 ათასი დოლარი დატოვა. თანხის გაყოფის შემდეგ, როგორც ჯორდანს, ასევე დანარჩენ 179 კალათბურთელს, 200 დოლარი შეხვდა.
სმიტი ჩრდილოეთ კაროლინის გუნდს 1961-1997 წლებში ავარჯიშებდა და იმ პერიოდში NCAA-მ ჩემპიონობა 2-ჯერ მოიპოვა. ასევე გახლდათ აშშ-ის ნაკრების თავკაციც, როდესაც ამერიკელებმა 1976 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები დაისაკუთრეს. 1984 წელს კი მწვრთნელი დიდების დარბაზში შეიყვანეს.
მაიკლ ჯორდანმა კარიერის განმავლობაში "ჩიკაგოსთან" ერთად NBA 6-ჯერ მოიგო და კარიერა 2003 წელს, 40 წლის ასაკში დაასრულა. ამჟამად კალათბურთის ლეგენდა "შარლოტ ჰორნეტსის" პრეზიდენტია.