საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უახლოეს მომავალში გაფართოებულ ექვსი ერის გათამაშებაში გამოსვლის საშუალება მიეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური ვებგვერდი Irish Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს.
აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.