ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ვარსკვლავი რასელ უესტბრუკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.
უესტბრუკს ვირუსი ორლანდოში გამგზავრებამდე დაუდგინდა, ჰიუსტონში დარჩა და ახლა ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწევს. გასულ სეზონში 31 წლის მოთამაშე საშუალოდ 28 ქულას, 8 მოხსნას და 7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.