ბრიტანული გამოცემა „Daily Mail”-ის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი „The Rolling Stones”-ის წევრმა რონი ვუდმა ახალი ცოლი მოიყვანა.
65 წლის მუსიკოსის რჩეული 34 წლის სალი ჰამფრისი გახდა. ქალბატონი სალი პროფესიით პროდიუსერი გახლავთ და ქალაქ ლონდონის ერთ-ერთ თეატრთან თანამშრომლობს.
საქორწინო ცერემონიალი შაბათს ლონდონში გაიმართა. ხელის მოწერის შემდეგ წყვილმა და მათმა ახლობლებმა სასტუმრო „Dorchester”-ში გადაინაცვლეს.
ცნობილი მუსიკოსის ქორწილს არაერთი ცნობილი პიროვნება ესწრებოდა. მათ შორის იმყოფებოდნენ სერ პოლ მაკარტნი და შოტლანდიელი მომღერალი როდ სტიუარტი. რასაკვირველია ღონისძიება არ გამოტოვეს მიკ ჯაგერმა და ჯგუფის სხვა წევრებმა.
საინტერესოა, რომ რონი ვუდს წინა ქორწინებებიდან ოთხი შვილი ჰყავს. მისი ახალი მეუღლე სალი ჰამფრისი ასაკობრივად ვუდის ქალიშვილი ლინის ტოლია.