ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ ჯონ დეპი ცოლზე მსახიობ ემბერ ჰერდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა. თავად ჰერდი სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოდის.

საქმის მოსმენის პირველ დღეებში ყოფილმა ცოლ-ქმარმა თანაცხოვრების დეტალებზე ისაუბრა. ამასთან 2020 წელს ტაბლოიდ Daily Mail-ში გამოქვეყნდა მასალები, რითაც დასტურდება, რომ ცოლი დეპს სცემდა.