გაუჩინარებული ამერიკელი მსახიობი, ნაია რივერა ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

გაუჩინარებული ამერიკელი მსახიობი, ნაია რივერა ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკელი მსახიობი ნაია რივერა კალიფორნიის შტატში მდებარე პირუს ტბაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 33 წლისა იყო. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

8 ივლისს რივერა თავის 4 წლის შვილთან ერთად ნაქირავები ნავით ტბაში სასეირნოდ გაემგზავრა. მოგვიანებით ბავშვი ნავში მძინარე იპოვეს, ნაია რივერას კი ამ დრომდე ეძებდნენ.

მსახიობის შვილის თქმით, მათ ერთად ცურვა გადაწყვიტეს, თუმცა დედა ნავში არ დაბრუნებულა. ადილობრივი შერიფის განცხადებით, ეს უბედური შემთხვევაა და არა თვითმკვლელობა. გამოძიების ვერსიით, რივერამ ბავშვის ამოყვანა მოასწრო, საკუთარი თავი კი ვერ გადაარჩინა.