ჯონ ტრავოლტას ცოლი გარდაიცვალა

ჯონ ტრავოლტას ცოლი გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯონ ტრავოლტას ცოლი, ამერიკელი მსახიობი კელი პრესტონი გარდაიცვალა. ის 57 წლისა იყო. ამის შესახებ თავად ტრავოლტა Instagram-ზე წერს.

პრესტონის გარდაცვალების მიზეზი მკერდის კიბო გახდა. მას ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი 2 წლის წინ დაუსვეს.

ტრავოლტა და პრესტონი 1991 წელს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს.