დაპირისპირება და სროლა თბილისში - წუხელ ჩხუბში 15-მდე პირი მონაწილეობდა

დაპირისპირება და სროლა თბილისში - წუხელ ჩხუბში 15-მდე პირი მონაწილეობდა

სროლა იყო გვიან ღამით თბილისში - წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც სროლა მოჰყვა.დაპირისპირებაში დაახლოებით 15 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი პოლიციის მისვლამდე ადგილიდან გაიქცნენ.

"ჩემი აივნის ქვემოთ არის ის პარკი, სადაც იყო ხმაური და ჩხუბის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, შემდეგ ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ უკვე რამდენიმე ადამიანი დაიძრა ამ ტერიტორიისკენ. ერთი ადამიანი ძირს დაეცა, რამდენიმე ურტყამდა და შემდეგ უკვე, ეს მასა კორპუსს რომ მიეფარა, იყო გასროლის ხმა", - განაცხადა თვითმხილველი ლელა ქებურია.

დაპირისპირების ადგილზე, ერთ-ერთი მარკეტის სათვალთვალო კამერიდან სამართალდამცველებმა ვიდეო მტკიცებულებები ამოიღეს. წყალტუბოს ქუჩაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

Aburjga Tasmanieli მოლოდეც თქვენ, თვითმხილველის სახელი და გვარი ხომ გამოფინეთ საჯაროდ?! იქნება მისამართი და ტელეფონიც დაწეროთ?! ვავა, ვავა....
3 წლის უკან