“პერესტროიკის“ ფოტო–მემეტიანეები

“პერესტროიკის“ ფოტო–მემეტიანეები

კულტურის განვითარების ფონდი “ტატო", ჰოლანდიელი და ქართველი ფოტოგრაფების - პიტერ ვანდერმეერის და გურამ წიბახაშვილის ფოტო არქივების გამოფენას აწყობს . ცნობილია, რომ ორივე ხელოვანი ინტენსიურად იღებდა “პერესტროიკის“ პერიოდის კინორეჟისორთა პორტრეტებს როგორც საქართველოში, ისე როტერდამის საერთაშორისო კინო ფესტივალზე; როტერდამის ფესტივალი ერთ-ერთი პირველი კინო ფესტივალი იყო საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც ქართულ კინოს აჩვენებდა.

“იმ კინოხელოვანთა თაობა, რომელსაც ტატო კოტეტიშვილი მიეკუთვნებოდა, საპყრობილის თაობა (ლიმბო გენერატიონ) იყო. ისინი ბოლოები იყვნენ, ვინც საბჭოთა კავშირში მიიღეს განათლება და თავისი შემოქმედების პირველი ეტაპი საბჭოთა კინოსტუდიებში განვლეს.

თუმცა ისინი ასევე პირველები იყვნენ, ვისაც თავიანთი ფილმების დასავლეთში ჩვენების საშუალება მიეცათ. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვანი ფესტივალთაგანი იყო, რომელმაც პირველ ქართულ დელეგაციას უმასპინძლა.

მაესტრო სერგო ფარაჯანოვთან ერთად იქ გამოჩნდნენ კინორეჟისორები ტატო კოტეტიშვილი, დათო ჯანელიძე, დიტო ცინცაძე, ირაკლი შავლიაშვილი და სხვები. მათ მოუწიათ ფილმის ინდუსტრიის ახალ მეთოდებთან და სტანდარტებთან უცბად ადაპტირება, რადგან საქართველოს კინოსტუდიის სისტემა, მისი დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, დაიშალა", – ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.