კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და თესლა-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა 70,5 მილიარდი დოლარით უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.
10 ივლისს მასკის ქონება 6,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აქციები 11%-ით გაძვირდა.
49 წლის მასკმა რეიტინგში კომპანია Berkshire Hathaway-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, უორენ ბაფეტს გადაასწრო. ბაფეტის ქონება 69,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მასკი Tesla-ს აქციებს 20%-ს ფლობს. მიმდინარე წელს თესლა-ს აქციების ფასი 269%-ით გაიზარდა. 10 ივლისს ერთი აქციის ფასი 1544,65 დოლარს შეადგენდა.