დღეს, უეფას შტაბ-ბინაში, ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის პლეი-ოფის, მეოთხედფინალური და მერვედფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ოთხი 1/8-ფინალური მატჩი გასამართია, გუნდები წინასწარი წისლისყრით 1/4-ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„რეალი“ (ესპანეთი) / „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – „ლიონი“ (საფრანგეთი) / „იუვენტუსი“ (იტალია) - წყვილი 1
„ლაიფციგი“ (გერმანია) – „ატლეტიკო“ (ესპანეთი) - წყვილი 2
„ნაპოლი“ (იტალია) / „ბარსელონა“ (ესპანეთი) – „ჩელსი“ (ინგლისი) / „ბაიერნი“ (გერმანია) - წყვილი 3
„ატალანტა“ (იტალია) – „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) - წყვილი 4
1/2-ფინალური წყვილები:
პირველი წყვილის გამარჯვებული - მესამე წყვილის გამარჯვებული
მეორე წყვილის გამარჯვებული - მეოთხე წყვილის გამარჯვებული
ჩემპიონთა ლიგის მერდვედფინალის ოთხი საპასუხო მატჩი 7-8 აგვისტოს გაიმართება:
„ბაიერნი“ – „ჩელსი“ (3:0 პირველი მატჩი)
„ბარსელონა“ – „ნაპოლი“ (1:1)
„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ (2:1)
„იუვენტუსი“ – „ლიონი“ (0:1)
მეოთხედფინალური ეტაპი 12 აგვისტოდან დაიწყება და ყველა მატჩი პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ორ სტადიონზე („ჟოზე ალვალადე“ და „და ლუჟი“) გაიმართება.
ტურნირის კალენდარი
7-8 აგვისტო: მერვედფინალის საპასუხო მატჩები
12-15 აგვისტო: მეოთხედფინალური ეტაპი (ლისაბონი)
18-19 აგვისტო: ნახევარფინალური ეტაპი (ლისაბონი)
23 აგვისტო: ფინალი (ლისაბონი)