საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი მწვრთნელობას დაიწყებს. ამის შესახებ ლეგენდარული მეკარის აგენტმა, სილვანო მარტინომ იტალიურ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბარში განაცხადა.
ბუფონი უკვე აპირებს ეროვნული ნაკრების ბაზა „კოვერჩიანოზე“ სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად სპეციალური ტესტების ჩაბარებას და პერსპექტივაში ძალიან უნდა თავისი მშობლიური გუნდი „იუვენტუსი“ ჩაიბაროს.
რამდენიმე დღის წინ, 42 წლის ფეხბურთელმა პაოლო მალდინის რეკორდი მოხსნა და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.