ფორმულა 1-ის საპატიო პრეზიდენტს ბერნი ეკლსტოუნს 89 წლის ასაკში შვილი შეეძინა.
ეკლსტოუნმა და მისმა 44 წლის მეუღლემ ფაბიანამ ახალშობილ ბიჭს ეისი დაარქვეს. ფაბიანამ შვეიცარიის ქალაქ ინტერლაკენში იმშობიარა, სადაც ყველაზე პრეტიჟული ავტორბოლის ყოფილი ხელმძღვანელი ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს.
ეისი ბერნისთვის პირველი ბიჭია და მის გარდა ეკლსტოუნს სამი შვილი, 65 წლის დებორა, 35 წლის ტამარა და 31 წლის პეტრა ყავს.