ჯო ბაიდენმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად მუხლი მოიყარა

ჯო ბაიდენმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად მუხლი მოიყარა

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლური ჟესტით შეუერთდა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მუხლი მოიყარა. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ზე ჟურნალისტმა მადლენ რივერამ გამოაქვეყნა. ბაიდენის მშობლიურ ქალაქ სკრანტონშია (პენსილვანია) გადაღებული.

მასობრივი საპროტესტო აქციები აშშ-ში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.