ათენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას 6 პოლიციელი დაშავდა. Euronews-ის ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავებს ხელნაკეთი ბომბები ესროლა, რასაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა.

პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს, 15 კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

პროტესტის 10 000-ზე მეტი მონაწილე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ მთავრობის ახალ გეგმას აპროტესტებდა. კანონი პარლამენტმა დაამტკიცა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისის განმარტავს, რომ კანონი მშვიდობიანი შეკრების უფლებას არ ზღუდავს და ის მხოლოდ მცირემასშტაბიანი საპროტესტო შეკრებების შეჩერებას გულისხმობს, რომელიც ტრანპორტის მოძრაობასა და კომერციულ საქმიანობას აფერხებს.

თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს, ხელი შეუშალოს საპროტესტო აქციებს, რომელიც, კორონავირუსისგან გამოწვეული რეცესიის გასაპროტესტებლად შემოდგომაზე დაიწყება.