“თუ ეს ცსკაა რატომ თამაშობს იქ 4-5 ამერიკელი? და არ შეიძლება, ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?”

“თუ ეს ცსკაა რატომ თამაშობს იქ 4-5 ამერიკელი? და არ შეიძლება, ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?”

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას ეხმაურება:

“მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა, წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო…

დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს ცსკა არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები და არ შეიძლება, ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

თორნიკე შენგელიამ რა, მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა, ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა.

ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი”