მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ნებისმიერი მისი გამოჩენა არის დესტრუქცია

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ნებისმიერი მისი გამოჩენა არის დესტრუქცია

ეს ადამიანი არის უკონტროლო, ნებისმიერი მისი გამოჩენა არის დესტრუქცია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„2016 წელს მიშა სააკაშილი აპირებდა ზღვით გადმოსვლას და საზოგადოებას მოუწოდებდა გაერთიანებისკენ და ის ჩაუდგებოდა სათავეში. ის არის ერთი, თვითმფრინავის ხმაზე გაქცეული, რომლესაც საკუთარი დაცვაც რომ ვერ ეწევა, ასეთი ადამიანი. ფაქტები ლაპარაკობს ამ ადამიანზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში დააბრუნა. მისივე თქმით, ამერიკის კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესა.

ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ მისი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და იგი იქნება წინა ხაზზე. „გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.