გიგა ბოკერია: სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის

გიგა ბოკერია: სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის

სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

„ჩვენ ვართ „ევროპული საქართველო“, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. იმ პოლიტიკურ პარტიაში რას იზამს, ეს მისი საქმეა. სხვა ოპოზიცური პარტია რას იზამს, ვინ იქნება მის წინა ან შუა ხაზზე, ეს მათი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში დააბრუნა. მისივე თქმით, ამერიკის კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესა.

ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ მისი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და იგი იქნება წინა ხაზზე. „გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.