"საქართველო უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზე,  ხოლო ევროპაში კი 1-ელ ადგილზე გავიდა"

საზოგადოებას ხშირად ესმის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოდელირებული მესიჯი, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოში საშინელი კრიმინალური მდგომარეობაა. რეალურად კი უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს. მე-4 ადგილზე, ხოლო  ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა.

,,საზოგადოებას ხშირად ესმის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოდელირებული მესიჯი, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოში საშინელი კრიმინალური მდგომარეობაა და რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა გასული საუკუნის ბნელ 90-იან წლებს უბრუნდება.

ახლა კი ვისაუბროთ ფაქტებით და გავიგოთ როგორია რეალური სურათი: მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ კრიმინალისაგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს, მათ ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს. 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა. ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. ცნობისათვის 2012 წელს საქართველო რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფებოდა. დასკვნა - ნათლად ჩანს თავად "კრიმინალური ოპოზიციის" კიდევ ერთი ფეიკ ნიუსი“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი