სპეციალისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლში უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების წარმოქმნის მიზეზებს იკვლევენ

სპეციალისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლში უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების წარმოქმნის მიზეზებს იკვლევენ

შავი ზღვის სანაპირო ზოლში წყალმცენარეების წარმოქმნა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეების წარმოქმნის მიზეზებს იკვლევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

აღებულ იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - აცხადებენ სააგენტოში.