კრიშტიანუ რონალდუმ „მილანთან“ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

კრიშტიანუ რონალდუმ „მილანთან“ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ 7 ივლისს, „მილანთან“ მარცხის შემდეგ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

„ეს არ არის ის შედეგი, რაც ჩვენ გვსურდა, მაგრამ თავები მაღლა უნდა ავწიოთ და მუშაობა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა რონალდუმ.

როსონერიმ იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში, ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 4-2 გაიმარჯვა.