პრემიერ ლიგის ისტორიაში „საუთჰემპტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრას ყველაზე მეტმა ადამიანმა უყურა

პრემიერ ლიგის ისტორიაში „საუთჰემპტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრას ყველაზე მეტმა ადამიანმა უყურა

ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში „საუთჰემპტონსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში ყველა დროის რეკორდი დამყარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Ministry Of Sport ავრცელებს.

თამაშს პირდაპირ ეთერში 5 მილიონ 700 ათასმა მაყურებელმა მიადევნა თვალყური, ამხელა ტელეაუდიტორია კი ინგლისის ჩემპიონატის სხვა არც ერთ შეხვედრას არასოდეს არ ყოლია.

ბუნებრივია, ასეთი რეკორდის დამყარებას ხელი გულშემატკივრის დასწრებასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმაც შეუწყო.

ეს მატჩი სენსაციური შედეგით დასრულდა და „საუთჰემპტონმა“, „სიტი“ 1:0 დაამარცხა.