კორონავირუსი შესაძლოა ჰაერწვეთოვანი გზითაც გავრცელდეს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილება

კორონავირუსი შესაძლოა ჰაერწვეთოვანი გზითაც გავრცელდეს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება კორონავირუსული ნაწილაკების ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება. ჰაერწვეთოვანი გზით ვირუსის გადაცემა არ შეიძლება გამორიცხულ იქნეს ხალხმრავალ, დახურულ და ცუდად ვენტილირებულ სივრცეში. თუ აღნიშნული მტკიცებულებებით დაავადების ამგვარი ფორმით გავრცელების საშიშროება დადასტურდება, ჯანმოს სახელმძღვანელო რჩევები დახურულ სივრცეებში მოქმედებასთან დაკავშირებით შეიცვლება.

წერილში, რომლის ავტორი 200 მეცნიერია, ღიადაა დადანაშაულებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ მათ სწორად ვერ შეაფასეს რისკები კოვიდ 19-ის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებასთან მიმართებით.

„ჩვენ გვინდოდა, რომ მათ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ეღიარებინათ“- განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის ქიმიკოსმა, ხოსე ხიმენესმა.

ბენედეტა ალეგრანციმ, ჯანმოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შესაბამისად საჭიროა შემდგომი შეფასება სიტუაციისა.

შეგახსენებთ, რომ ჯანმო კორონავირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აღიქვამდა მხოლოდ დახველებისა და დაცემინების დროს ადამიანის ორგანიზმიდან გამოფრქვეულ ვირუსულ ნაწილაკებს, რომელიც ზედაპირზე ეცემოდა.