საქართველო - რუსეთის მატჩი შესაძლოა 31 ოქტომბერს ჩატარდეს

საქართველო - რუსეთის მატჩი შესაძლოა 31 ოქტომბერს ჩატარდეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებული მატჩები შესაძლოა 31 ოქტომბერს ჩატარდეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის რაგბის ფედერაციის დირექტორი სერგეი მარკოვი აცხადებს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, 14 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე 4 შეხვედრა ჩაატარა და 19 ქულით ლიდერია. ლევან მაისაშვილის გუნდი პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებს. რაც შეეხება რუსეთს, მათ 2 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვთ და მე-4 ადგილზე იმყოფებია.