62 წლის მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
მიმდინარე სეზონში თბილისის გუნდმა მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალა.
პაუზის დროს თანამდებობიდან ლევან კორღალიძე გადადგა. მის ნაცვლად დანიშნულმა ფრუიძემ კი „ლოკომოტივს“ მხოლოდ ორ შეხვედრაში უხელმძღვანელა და გუნდმა „მერანთან“ 1:1 ითამაშა, თბილისის „დინამოსთან“ კი 0:4 დამარცხდა.