ფლეი-აუტში ბრემენელებსა და „ჰაიდენჰაიმს” შორის გამართული პირველი მატჩი გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, გუშინ კი „ვერდერმა” გასვლაზე ამ გუნდთან ფრედ, 2:2 ითამაშა და ელიტაში ადგილი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შეინარჩუნა.
მესამე წუთზე სტუმრები ტერკაუფის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რასაც 85-ე წუთზე მასპინძლებმა კლაინდენსტის ბურთით უპასუხეს. შეხვედრის კომპენსირებულ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და თამაში ფრედ დასრულდა.
„ვერდერი” ბუნდესლიგიდან ქვედა დივიზიონში 40 წელია არ დაქვეითებულა.