უახლოეს მომავალში იტალიის სერია A-ში შესაძლოა გულშემატკივარს სტადიონზე შესვლისა და მატჩებზე დასწრების ნებართვა მისცენ.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გაბრიელე გრავინას განცხადებით, ჯერჯერობით მხოლოდ ტრიბუნების 25 პროცენტის შევსებას აპირებენ და შემდეგ უკვე მაყურებლის სტადიონებზე დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება.
ლეგაკალჩოს შეფებს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ და საბოლოოდ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ეპიდემილოგებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებენ.
იტალიის ჩემპიონატს 30 ტურის შემდეგ 75 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ 7 ქულით უსწრებს.