იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს.
გამოცემის ცნობით, მუსიკოსი რომის ერთ-ერთ კლინიკაში წაქცევის გამო მიღებული ტრავმებისაგან გარდაიცვალა.
ენიო მორიკონე თანამდროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.