მარიო ბალოტელი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს

მარიო ბალოტელი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს

„ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იტყობინება.

მისი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა არგენტინულ კლუბში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მოლაპარაკებებს „ბოკა ხუნიორსთან“ მისი აგენტი მინო რაინოლი აწარმოებს.

ბალოტელი ამ დრომდე „ბრეშიაში“ ირიცხება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გუნდის დატოვებას აპირებს.