თამთა მეგრელიშვილი: გერმანიიდან მოძალადე დავით ჭაკუას ექსტრადიცია მოხდა.ეს არის კიდევ ერთხელ, სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის

თამთა მეგრელიშვილი: გერმანიიდან მოძალადე დავით ჭაკუას ექსტრადიცია მოხდა.ეს არის კიდევ ერთხელ, სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის

გერმანიიდან "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მოძალადე დავით ჭაკუას ექსტრადიცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთხელ სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის,- იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გერმანიიდან  წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუას ექსტრადირებას ეხმიანება.

მისი თქმით, ჩარეცხილ ოპოზიციას წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე, კიდევ ერთი დამნაშავის "გაპრავებისა" და პოლიტპატიმრად შერაცხვის პერსპექტივა აქვს.

,,ის ამ დამნაშავე რეჟიმის დროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა. მის სახელს უკავშირდება, იმ დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები,

როგორიცაა ადამიანების ღირსებისა და პატივის პირდაპირი ხელყოფა. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამართალი მაინც აღსრულდა. ეს არის, კიდევ ერთხელ სისხლიანი რეჟიმის მხილება და კანონის პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის. ეს არის პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და არცერთი დანაშაული დაუსჯელი აღარ დარჩება. ჩარეცხილ ოპოზიციას კი წინასაარჩევნო ისტერიის ფონზე, კიდევ ერთი დამნაშავის "გაპრავებისა" და პოლიტპატიმრად შერაცხვის პერსპექტივა აქვს. უბრალოდ, ამჯერად მხოლოდ საკუთარ თავს თუ გაირთობენ ამით”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.