სერგი კაპანაძე: ჩვენი მოთხოვნა სწორედ ამბიციური ცვლილებები იყო

სერგი კაპანაძე: ჩვენი მოთხოვნა სწორედ ამბიციური ცვლილებები იყო

ჩვენი მოთხოვნა განხილვებისას სწორედ ამბიციური ცვლილებები იყო, ისეთი საკითხები, როგორიც არის ამომრჩეველზე ზეწოლა. მაგალითად უბნის წინ ზეწოლის მოხსნა იმ გზით, რომ არ ყოფილიყო თავშეყრა და სხვა საკითხები დარეგულირებულიყო. სწორედ ამას ვითხოვდით ჩვენ და ამაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი გვითხრა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„ჩვენ განხილვების პროცესში ჩართული ვიყავით, თუმცა ცვლილევები მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ ქულები ჩაეწერა, მაშინ, როცა მნიშვნელოვანი ამბიციური ნაწილი გათვალისწინებული არ არის, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს მისაღები არ იყო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცებას გამოეხმაურა. სადაც მან წუხილი გამოთქვა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმას უფრო დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა.