რომან გოცირიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე: საყვედური ოპოზიციისკენ არ არის მომართული

რომან გოცირიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე: საყვედური ოპოზიციისკენ არ არის მომართული

როდესაც ელჩები ამბობენ, რომ კარგი იყო, რომ ოპოზიციასაც მიეღო მასში (საარჩევნო სისტემის რეფორმა) მონაწილეობა, ეს არ ნიშნავს, რომ საყვედური ჩვენკენ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„როდესაც ამბობენ, რომ ამ კოდექსმა ვერ გადაჭრა მთავარი პრობლემა, როგორიცაა მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, შანტაჟი, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებული როლი, გასაჩივრების უფლების არარსებობა და ჩამოთვლილია ყველაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი რეალურად გაუარესებულია გაუმჯობესების ნაცვლად. ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ, ასე ვთქვათ, არაელჩების ენით“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის დამტკიცებას გამოეხმაურა.