საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი „ფენერბახჩეს“ უხელმძღვანელებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი „ფენერბახჩეს“ უხელმძღვანელებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უხელმძღვანელებს.

სერბმა სპეციალისტმა თურქეთის ცხრაგზის ჩემპიონთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა სამ ევრობასკეტზე ითამაშა.

2017 წელს კი, სერბი მწვრთნელის მომზადებულმა სლოვენიის ნაკრებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და ევროპის ჩემპიონი გახდა.