ფრანგული სარაგბო გრანდი ტულონი ლეგენდარულ მორაგბე მამუკა გორგოძეს ოფიციალურად დაემშვიდობა. მის კონტრაქტს ვადა სწორედ ივლისის დასაწყისში გაუვიდა. ქართველი კარიერას, რომ ასრულებდა, აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა გუნდმა ის კიდევ ერთხელ დააფასა და სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა.
„მამუკა გორგოძემ ტულონის მაისურით 6 სეზონი ითამაშა, 110 მატჩი ჩაატარა და 2015 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელიც გახდა. დიდი მადლობა ჩვენს მებრძოლს”, - წერს ტულონი სოციალურ ქსელში.
გოროგძე 2005-2014 წლებში მონპელიეში თამაშოდა: 168 მატჩი, 27 ლელო. 2014 წლიდან მოყოლოებული კი ტულონის ღირსებას იცავდა: 110 მატჩი, 11 ლელო.
ლეგენდარულ კაპიტანს ბორჯღალოსანთა რიგებში 75 თამაშში 27 ლელო აქვს დადებული და ეს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.