ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება უპრეცედენტოდ სამართლიანად - ამ სიტყვებით დაასრულა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით წარდგენა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

პროექტს ახლა პრეზიდენტს გაუგზავნიან, ცვლილებები კი ხელმოწერისთანავე ამოქმედდება.