თამთა მეგრელიშვილი გენდერულ კვოტირებაზე: ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

თამთა მეგრელიშვილი გენდერულ კვოტირებაზე: ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

მივესალმები გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს არა იმიტომ რომ ქალი ვარ, ვფიქრობ რომ ქალებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

“უარყოფითად აფასებდნენ, რომ თითქოს გენდერული კვოტირების ნაწილი ხომ არ შემოიტანს და ხომ არ შემოგვიყვანს პოლიტიკურ ასპარეზზე საჭირო პოლიტიკური უნარ-ჩვევების არმქონე პირებს. ეს არაერთი ქვეყნის აპრობირებული მეთოდია. მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვინ მართავს, არამედ როგორ მართავს. მე მივესალმები გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს არა იმიტომ რომ ქალი ვარ, ვფიქრობ რომ ქალებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. სამშვიდობო მისიებში განსაკუთრებულია ქალის როლი“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც პარტიულ პროპორციულ სიებში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.