უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი დადგინდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი დადგინდა

ფეხბურთში მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი დადგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.

ტურნირი წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით 8 აგვისტოს დაიწყება და 2021 წლის 29 მაისს, სტამბოლში, „ათათურქის“ სტადიონზე ფინალით დასრულდება.

ჯგუფური ეტაპის დაწყების თარიღად კი 20 ოქტომბერი შეარჩიეს.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფორმატში ცვლილებები შევიდა და ოთხივე საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიანი გახდა, შინ და გარეთ შეხვედრები კი მხოლოდ ფლეი-ოფში იქნება.