18 წლის ელი გოლდსტეინი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა, Gucci-ს რეკლამისთვის გადაიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Newsum ავრცელებს.
ახალგაზრდა მოდელის ფოტოები ჟურნალმა Vogue-მ დაბეჭდა. გოლსტეინი დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელი გახდა, რომლითაც მოდის ინდუსტრიის გიგანტები დაინტერესდნენ.
„მე ეს ძალიან მომწონს. მადლობა ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა ფოტოსესიის შემდეგ 18 წლის მოდელმა, რომელიც 2017 წლიდან სამოდელო სააგენტო Zebedee Management-თან თანამშრომლობს.