კემბრიჯინის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონმა სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა - კეიტი სამეფო ოჯახის ყველაზე გემოვნებიან ქალად დაასახელეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
პლატფორმა LovetheSales.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის დროს ტანსაცმელი, რომელსაც კეიტ მიდლტონი იცვამს, სამჯერ უფრო კარგად იყიდებოდა, ვიდრე მეგან მარკლის კაბები.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ კეიტ მიდლტონის შერჩეული მოდელები ორჯერ უფრო ძვირია. პრინც უილიამის მეუღლის რომელიმე კაბის მსგავსის შეძენა თანყვანისმცემლებს 420 გირვანქა უჯდებოდა, მაშინ როდესაც პრინც ჰარის მეუღლის კაბის შესაძენად მხოლოდ 184 გირვანქა იყო საკმარისი.
სტილისტი ჯესი სტეინი აღნიშნავს, რომ სახლიდან Zoom-ის საშუალებით განხორციელებული რეგულარული ზარებისა და კონფერენციების მიუხედავად, კემბრიჯის ჰერცოგინია თავის გარეგნობას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე სასექსის ჰერცოგინია.