კანში ბრიჟიტ ბარდოს მამული იყიდება

კანში ბრიჟიტ ბარდოს მამული იყიდება

საფრანგეთში, კანში მსოფლიო კინოვარსკვლავის ბრიჟიტ ბარდოს მამული იყიდება. ამის შესახებ Observer წერს.

უძრავი ქონება $6,49 მილიონადაა შეფასებული.

გამოცემის ცნობით, მამულში დგას მე-13 საუკუნის ციხესიმაგრე, რომელსაც რესტავრაცია 1998-2011 წლებში ჩაუტარდა. შენობის ფართი 600 კვადრატული მეტრია.

ხის ინტერიერი ერწყმის ქვის ზედაპირს, რომლითაც ციხესიმაგრის ზედაპირია მოპირკეთებული. მამულში ასევე დგას სტუმრებისთვის განკუთვნილი სახლი, ხუთი საძინებლით. ტერიტორიაზე გაშენებულია ვაზი და ბაღი. მამულში არის აუზი, სტუდია და სპა სალონი.