გერმანელმა ფეხბურთელმა მარიო გომესმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა.

გერმანელმა ფეხბურთელმა მარიო გომესმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა.

გერმანელმა ფეხბურთელმა მარიო გომესმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა.

გასულ სეზონში ის მშობლიურ „შტუტგარტში“ თამაშობდა და 7 გატანილი გოლით გუნდს ბუნდესლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გომესი „შტუტგარტში“, „ბაიერნში“, „ფიორენტინაში“, „ბეშიქთაშსა“ და „ვოლფსბურგში“ თამაშობდა, გერმანიის ნაკრებში კი 78 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

საკლუბო დონეზე გომესი 3-ჯერ გერმანიის და ერთხელ თურქეთის ჩემპიონი გახდა, 2-ჯერ კი გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო.