თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია

ფინალურ შეხვედრაში „ბასკონიამ“, რომლის კაპიტანიც 28 წლის ქართველი კალათბურთელია, „ბარსელონა“ 69:67 დაამარცხა და ეს ტიტული არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო.

შენგელიამ თავისი გუნდის გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა და შეხვედრა 14 ქულით, 4 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

„ბარსელონას“ ლიდერი და ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი ნიკოლა მიროტიჩი კი სწორედ „ბასკონიას“ კაპიტნის წინააღმდეგ უხეშობის შემდეგ გააძევეს. თორნიკე შენგელია პირველი ქართველია, რომელმაც ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი მოიგო.