დიეგო მარადონას მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი პიეტრო პუზონე უსახლკაროდ დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forza Italian Football ავრცელებს.
ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, პუზონემ თავისი ბინა გაყიდა და ახლა ნეაპოლიდან 14 კილომეტრით დაშორებულ მშობლიური ქალაქის არეცოს ქუჩაში ცხოვრობს.
როგორც არეცოს მერმა რაფაელე ლეტიერიმ განაცხადა, მან არაერთხელ შესთავაზა ყოფილ ფეხბურთელს მკურნალობის კურსის გავლა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მისგან უარი მიიღო.
პიეტრო პუზონე „ნაპოლიში“ მარადონასთან ერთად წლების მანძილზე თამაშობდა და 1987 წელს მათ კლუბს სკუდეტო და იტალიის თასი მოაგებინეს. მარადონა-პუზონეს დუეტი მაშინ არაერთხელ შეუნიშნავთ სხვადახვა წვეულებებზე, სადაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკს დიდი დოზით იღებდნენ.