საფრანგეთის თასისა და ლიგის თასის ფინალს მაყურებელი დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Nation ავრცელებს.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გულშემატკივრის რაოდენობა შეზღუდული იქნება და ერთ თამაშს ტრიბუნიდან თვალყურს მხოლოდ 5 ათასი ადამიანი მიადევნებს.
ფედერაციას დიდი სურვილი ქონდა 5 ათასის ნაცვლად მაყურებლის რაოდენობა 25 ათასი ყოფილიყო, თუმცა საამისოდ მთავრობისგან სპეციალური ნებართვა ვერ მიიღო.
თასის ფინალში პსჟ 24 ივლისს „სტ.ეტიენს“, ლიგის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში კი 31 ივლისს „ლიონს“ დაუპირისპირდება.