NBA-მ 2019-2020 წლების განახლებული სეზონის განრიგი გამოაქვეყნა

NBA-მ 2019-2020 წლების განახლებული სეზონის განრიგი გამოაქვეყნა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2019-2020 წლების განახლებული სეზონის განრიგი გამოაქვეყნა, შესაბამისად ცნობილი გახდა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსის დარჩენილი მატჩების კალენდარიც.

ინდიანელები პირველ შეხვედრას, თბილისის დროით, 2 აგვისტოს დილას ფილადელფიას წინააღმდეგ ჩაატარებენ, 4 აგვისტოს - ვაშინგტონს, 5 აგვისტოს - ორლანდოს, 7 აგვისტოს - ფენიქსს, 9 აგვისტოს - ლეიკერსს , 11 და 15 აგვისტოს - ლეიკერსს, 13 აგვისტოს - ჰიუსტონს ეთამაშება.

ამ დროისთვის, პეისერსის მაჩვენებელი 39 მოგება და 26 მარცხი აქვს. ამ სეზონში ბითაძეს 49 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მონაგარი კი 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი და 0.7 დაფარებაა.

პანდემიის გამო შეწყვეტილ სეზონს 30 ივლისიდან, ჯამში, 22 გუნდი ორლანდოს (ფლორიდა) Walt Disney World Resort-ში განახლეებს. გუნდები ვალდებულები არიან ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლი მკაცრად დაიცვან. იმ 16 გუნდთან ერთად, რომლებიც კორონა ვირუსის კრიზისამდე პლეი ოფის ზონაში იყვნენ, ორლანდოში ის 6 გუნდი გაემგზავრება, რომლებსაც მაქსიმუმ 6 მოგებით ნაკლები აქვთ, ვიდრე მერვეადგილოსანს მათ კონფერენციაში.

გუნდები ორლანდოში რეგულარული სეზონის ფარგლებში კიდევ 8-8 მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც 16 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებს.