„ბარსელონას

„ბარსელონას" ფეხბურთელები გუნდის მთავარ მწვრთნელს კიკე სეტიენს დაუპირისპირდნენ

„ბარსელონას" ფეხბურთელები გუნდის მთავარ მწვრთნელს კიკე სეტიენს დაუპირისპირდნენ.

კონფლიქტი „სელტასთან" შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც კატალონიელებმა ფრედ 2:2 დაასრულეს და საჩემპიონო ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის ყველა ფეხბურთელი სეტიენს არასწორად შერჩეული ტაქტიკის გამო საყვედურობდა და წარუმატებლობაში მას ადანაშაულებდა.

61 წლის სეტიენი „ბარსას" მთავარ მწვრთნელად 2020 წლის 13 იანვარს დაინიშნა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 17 მატჩიდან გუნდმა 11 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.