თორნიკე შენგელია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. „ბასკონიამ”, რომლის კაპიტანიც 28 წლის ქართველი კალათბურთელია, ნახევარფინალში „ვალენსიას” ანგარიშით 75:73 მოუგო.
27 წუთში შენგელიამ 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში კი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშის, თადეუს მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსი” „ბარსელონასთან” ანგარიშით 84:98 დამარცხდა.
ესპანეთის 2020 წლის საუკეთესო გუნდის ვინაობა “ბარსელონა” - „ბასკონიას” მატჩში გაირკვევა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.